რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანის თქმით, ახლა ჯერი მთავრობაზეა და მათგან არ უნდა ელოდნენ ნაბიჯების გადადგამას.
“ჯერი ახლა არის მათზე – სწორედ ეს განისაზღვრა შაბათის შეხვედრაზე და ასე დავშორდით ერთმანეთს, რომ ნაბიჯს ახლა ველოდებით ხელის უფლებისგან ისე გამოვიდა, რომ დავშორდით და ჩვენ ჩამოვედით გუმათში და ისე აღმოჩნდა, რომ ახლა უკვე ნაბიჯს ჩვენგან ელოდებიან თურმე – ასე გამოიყვანეს და შემოაბრუნეს ეს პროცესი. არადა, ყველა მხარე შევთანხმდით, რომ ნაბიჯი არის ხელისუფლებაზე იმისთვის, რომ შემდეგი პროცესი გავიგოთ, რა იქნება…
…ასევე, ვფიქრობთ, უპატივცემულობა გამოავლინა ბატონი ბუშლეს მისამართითაც იმიტომ, რომ შეთანხმდა ეს პირობები გარკვეულად და გამოიცა შესაბამისი დადგენილებაც, რა უნდა შესრულებულიყო ხელისუფლებისგან. ამიტომ, როდესაც ასე უხეშ და არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებ ამ დადგენილებისას, უბრალოდ, არასწორია და მართლა გინდა, ჩაშალო პროცესი”,- ამბობს გოლეთიანი.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის წარმომადგენლები და რიონის ხეობის მცველები ევროკავშირის წარმომადგენელბს შეხვდნენ მედიაციის ფორმატში.