რიონის ხეობაში, კარვები პოლიციელებმაც გაშალეს. რკინის გამყოფ ჯებირებს მიღმა პოლიციის ორი კარავი დგას, სადაც ძალოვანები ღამეს ათევენ.
ძალოვანები ხეობაში ორ თვეზე მეტია მორიგეობენ. გუმათჰესთან საპოლიციო ძალები 3 აპრილს განთავსდნენ და გადაადგილებაზე მკაცრი შეზღუდვა დააწესეს. 14 აპრილს კი რკინის ბარიკადები აღმართეს, რომელიც ხეობას ამ დრომდე ჰყოფს შუაზე.