პარლამენტის ვიცე სპიკერი არჩილ თალაკავაძის თქმით, ირაკლი კობახიძეს მოუწია ხალხისთვის აიხსნა რატომ არ არის გიორგი გახარია ქართული ოცნების “პროექტი”. ამის შესახებ თალაკვაძემ პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.
“რეალობა არის ის, რომ გახარიამ როგორც პრემიერ-მინისტრმა იმ მომენტში მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც გუნდისთვის არ იყო მისაღები, ძალიან რთულ მომენტში დატოვა გუნდი და პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. სწორედ ამაზე საუბრობს ირაკლი კობახიძემ ქართული ოცნების სახელით, მთელი ამ 10 დღის განმავლობაში მას მოუწია აეხსნა ხალხისთვის კიდევ უფრო დეტალურად, რატომ არ არის გიორგი გახარია ქართული ოცნების პროექტი. დღეს რეალობა არის ის, რომ გიორგი გახარია არის ნამდვილად ოპოზიციაში, მას აქვს ახლად შექმნილი ოპოზიციური პარტია, ძალიან სერიოზულ კონკურენციაშია ოპოზიციურ პარტიებს შორის.
ის მოლოდინები, რაც ჰქონდათ მის გარშემო მყოფ ადამიანებს პირველ დღეებში, ვფიქრობ დღეს ცოტა დაკორექტირებულია. სხვა მოცემულობა გვქონდა, როდესაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ნაწილსაც კი ეგონა, რომ ის იყო „ქართული ოცნების“ ალტერნატიული პროექტი, ჩვენივე დაგეგმილი იყო ეს ყველაფერი და დღევანდლი რეალობა. მთელმა საზოგადოებამ ნათლად გაიგო, რომ რაც მოხდა, მართლაც მოხდა და ის გადაწყვეტილება რაც გიორგი გახარიამ მიიღო, ჩვენთვის ნამდვილად მიუღებელი და გაუგებარი იყო”,- ამბობს კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პარტია საქართველოსთვის დაარსა.