ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

1 ივლისიდან თელასს თელმიკო ჩაანაცვლებს

მომავალი თვიდან მომხმარებლები ელექტროენერგიის გადახდის ქვითარს ახალი კომპანიებისგან მიიღებენ, კერძოდ, თბილისის მოსახლეობას თელასის ნაცვლად ელექტროენერგიას მიაწვდის თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია თელმიკო, ხოლო რეგიონის მოსახლეობას ენერგო-პრო ჯორჯიას ნაცვლად ეპ ჯორჯია მიწოდება მოემსახურება. ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა.

“ფუნქციების გაყოფა მნიშვნელოვანია ევროპული პრაქტიკის მიხედვით, რათა ქსელის მეპატრონემ მოუაროს ქსელს, მიხედოს თავიდან ბოლომდე და იყოს მასზე პასუხისმგებელი, ხოლო ენერგიის მიწოდება უნდა განახორციელოს სხვა კომპანიამ, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, რომ ეს ენერგია მიიღოს. შეიძინოს სხვადსხვა მიმწოდებლებისაგნ, ან ბირჟაზე, რომელიც მომავალში ამოქმედება და ამ თვალსაზრისით უზრუნველყოფილი იქნება კონკურენცია”,- ამბობს ნარმანია.

იტვირთბა....