ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეუფე იაკობი პანსიონზე: დალაგება მინდა აქ სიტუაციის, გარედან აურიეს

ნინოწმინდის პანსიონის ახალი ხელმძღვანელი მეუფე იაკობი ამბობს, რომ პანსიონში სიტუაციის დალაგება უნდა, რადგან გარედან რადგან გარედან ძალიან აურიეს.

“ძალიან დასტრესილები არიან ბავშვები და მით უმეტეს, ახლა შემოვიდნენ და თუნდაც სახალხო დამცველმა კითხვები დაუსვას… აქ მუშაობენ სოციალური მუშაკები, მონიტორინგიც აქვთ და 24 საათი აქ არიან, სანდო ხალხია. ცოტა ხანი დაგვაცადონ, პრობლემა არ გვაქვს. მე გუშინაც ვთქვი, ჯერ თბილისში შევხვდები, შემდგომ დავილაპარაკებთ ცივილიზებულად, არ ვარ ის ადამიანი… ყველანაირად ვიცი, სანამ ბავშვები ამ მდგომაროებაში არიან, მე მართალი ვიქნები, რომ არავინ მივაკარო ადვოკატის გარეშე. დალაგება მინდა აქ სიტუაციის, გარედან ძალიან აურიეს”,- ამბობს მეუფე იაკობი.

შეგახსენებთ, რომ დღეს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ კიდევ ერთხელ მიმართა საპატრიარქოს, რომ მონიტორინგის საშუალება მიეცეს ნინოწმინდის პანსიონში.

იტვირთბა....