ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თაბაგარი ვასაძეზე: სახელმწიფოს უმოქმედობის შედეგია, რომ დღესაც იმავეს აგრძელებს

Tbilisi Pride-ის ხელმძღვანელი გიორგი თაბაგარის თქმით, ხელისუფლებას რეაგირება უნდა ჰქონდეს ჰომოფობიური და პრორუსული ჯგუფების ლიდერის, ლევან ვასაძის განცხადებებზე.

“ეს კაცი ღიად ძალადობდა 2019 წელს და მაშინ სახელმწიფომ არაფერი გააკეთა მის შესაჩერებლად. პროკურატურას საქმე დღემდე თაროზე აქვს შემოდებული. ზუსტად ამ უმოქმედობის შედეგია ის, რომ აგერ 2021 წელსაც იგივეს აგრძელებს. ღიად ლობირებს რუსული კანონების მიღებას საქართველოში, ემუქრება კონკრეტულ ადამიანებს და სახელმწიფოს!

ეს კაცი არის საფრთხე ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ამაზე სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება”,- ამბობს თაბაგარი.

შეგახსენებთ, რომ დღეს მოძრაობა ერის ლიდერმა, ლევან ვასაძემ მთავრობას 10-დღიანი ვადა დაუწესა, რომ 5 ივლისს დაანონსებული პრაიდი გააუქმოს.

“მოვუწოდებ ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, მოეშვან ამ თამაშებს და გააკეთონ მკაფიო არჩევანი — ან დადგნენ საზოგადოებრივი ნორმის, მორალისა და ტრადიციის გვერდზე. ან გააუქმონ ეს დაანონსებული პრაიდი, როგორც ეს ჩვენ გავაკეთებინეთ ორის წლი წინ. ვაძლევთ ათდღიან ვადას, 25 ივნისამდე”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მისი თქმით, პრაიდი უნდა გაუქმდეს, რათა ხელისუფლებამ არ მისცეს საბაბი ქვეყანაში ესკალაციისა და დაპირისპირების პროცესების განვითარებას.

იტვირთბა....