ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელი ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი გახდა.
ამ დრომდე ნინოწმინდის პანსიონს სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი ხელმძღვანელობდა.
დღეს საპატრიარქოს დელეგაცხია საკუთარ იურისტთან ერთად ჩავიდა ნინოწმინდაში.
მეუფე იაკობის თქმით, მეუფე სპირიდონი თავად გადადგა. საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ კი აღნიშნა, რომ ხელმძღვანელის დანიშვნის ან მოხსნის პრეროგატივა პატარიარქს აქვს.
“გავაგრძელებ იმ საქმეს, რაც იყოს და ვფიქრობ, ხარისხიანადაც გავაკეთებთ”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
მანვე აღნიშნა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ბულინგია.