საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განაცხადა, რომ ნინოწმინდის პანსიონისთვის გადარიცხული 9 მილიონზე მეტი ლარი კომპენსაციის თანხაა და როგორ დაიხარჯება, არავის საქმე არაა.
“აქ საუბარია დამფუძნებლის შენატანზე. დამფუძნებელი არის საპატრიარქო, ამიტომ თუ საპატრიარქოს შეტანილი თანხები არამიზნობრივად იხარჯება, ამას შიდა აუდიტის სამსახური შეისწავლის. ეს არ არის სახელმწიფოსთან დაკავშირებული ან სახელმწიფო ვალდებულებით განსაზღვრული თანხები, ეს არის დამფუძნებლის მიერ შენატანი. ეს არის კომპენსაციის თანხა და არა სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებით დატვირთული თანხა, ამიტომ კომპენსაციას როგორც მინდა, რანაირადაც მინდა, ისე დავხარჯავა, არავის შესაკითხი არ მაქვს”, – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.
2012 წლიდან დღემდე საპატრაიქროს მფლობელობაში არსებულ ნინოწმინდის პანსიონში გადარიცხულია 9 მილიონზე მეტი ლარი.