stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გამოვლინდა კორონავირუსის 311 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 12 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 936 პირი.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 10 442 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 216 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 226 PCR ტესტით. 13 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.98 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.61%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.30%.