მთავარი ციტატა

კალაძე ავტოგოლებზე: სასაცილოა, პოლიტიკოსს ამაზე მეტს ვერ მოუძებნი… ძალიან მძიმე იყო ჩემთვის

სასაცილოა, რომ პოლიტიკოსს იმაზე მეტს ვერ მოუძებნი, გამიხსენონ ის ავადსახსენებელი დღე [ავტოგოლები იტალიასთან]. ძალიან მძიმე იყო ჩემთვის და ესეც, ალბათ, მთელი ცხოვრება გამყვება. არაკეთილმოსურნეები ყოველთვის წამომაძახებენ ამას, კარგად მაქვს ეს გააზრებული. ძალიან მძიმე იყო ჩემთვის რაც მოხდა. ფაქტი ფაქტია, მე საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ, ვიცი რასაც ვაკეთებდი ჩემი საქმიანობით სპორტში. წლების განმავლობაში ვიყავი მილანის ფეხბურთელი. ეს არ იყო მხოლოდ მილანის ფეხბურთელობა და მხოლოდ წარმატებები როგორც მილანის ფეხბურთელის. მილანის მაისურის ქვემოთ მხოლოდ საქართველოს წარმოვადგენდი

განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ იმედის ეთერში

იტვირთბა....