ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სერიოზულად ვემზადებით – ამირან გამყრელიძის მიმართვა

“ივლისის პირველი კვირიდან უნდა ავიდეთ 20,000-25,000 აცრაზე დღიურად, რომ მივაღწიოთ იმ სამიზნეს, რაც გვაქვს, საუბარია წლის განმავლობაში, 1,700,000 ადამიანის, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრაზე . ეს რა თქმა უნდა რთული, მაგრამ სავსებით მიღწევადი ამოცანაა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველოში შემოვა ფაიზერი, ასტრაზენეკა, სინოვაკი, სინოფარმი და ამას დაემატება ჯონსონ ენდ ჯონსონი ი და ასევე ნოვაქსნი.

„ჩვენ სერიოზულად ვემზადებით მთელ ქვეყანაში ვაქცინაციის გასაფართოებლად და ივლისიდან ქვეყანა მასობრივ ვაქცინაციაზე გადადის, რაც ნიშნავს, რომ თუ ჩვენ მარტში, დღეში 450 აცრას, აპრილში 1,200-ს, მაისში 3,500 ვაკეთებდით, ახლა ივნისში უკვე საშუალო გვაქვს 5,300, ხოლო ივლისიდან უკვე პირველი კვირიდან უნდა ავიდეთ 20,000-25,000 აცრაზე, რომ ის სამიზნე, რაც გვაქვს წლის განმავლობაში 1,700,000 ადამიანის აცრა, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 60%-ს მივაღწიოთ. ეს რა თქმა უნდა რთული, მაგრამ სავსებით მიღწევადი ამოცანაა.

მასობრივ ვაქცინაციაზე ქვეყანა უნდა გადავიდეს მაშინ, როცა ცივ საწყობში ყოველთვიურად სულ მცირე 500,000 დოზა ვაქცინა დევს და ამის გარანტიები ჩვენ უკვე გვაქვს, რომ 500,000 დოზა ვაქცინა ივლისში იქნება და შემდეგ ყოველთვიურად შემოვა 3,600,000 დოზა ვაქცინა.

საუბარია 4 ვაქცინაზე, რომელიც შემოვა ესენია: Pfizer-ი, Astra Zeneca, Sinovac-ი, Sinopharm-ი და ამას დაემატება Johnson & Johnson-ი, რომელიც არის ერთჯერადი ინექციისთვის, შედარებით ცოტა 130,000 დოზაზეა საუბარი და ასევე ახალი ვაქცინა Novavax-ი, ამერიკული სხვა პრინციპზეა დამზადებული, თუმცა ძალიან ეფექტური ვაქცინა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დღევანდელი მონაცემებით, 202 000 პირია ვაქცინირებული, მათგან 64 ათასამდე სრულად აცრილია.

იტვირთბა....