ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ღარიბაშვილი: 13 ივნისი გვახსენებს, რომ მუდამ უნდა ვიყოთ მობილიზებული და ყოველთვის მზრუნველი

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

“ეს დღე ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, ეს არის დიდი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ამ დღეს, 13 ივნისს შეეწირა ჩვენი არაერთი მოქალაქე, დღეს გამოვხატავთ მათი ხსოვნის წინაშე პატივისცემას, პატივს მივაგებთ მათ ოჯახებს, კიდევ ერთხელ მინდა, რომ მივუსამძიმრო ეს დიდი ტრაგედია, მეორე მხრივ, ამ ტრაგედიამ გააერთიანა მთელი ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ხალხი ახალგაზრდობა და არნახული, წარმოუდგენელი სოლიდარობა გამოხატეს მაშინ ჩვენმა ახალგაზრდებმა. ეს დღე გვახსენებს, რომ მუდამ უნდა ვიყოთ მობილიზებული და ყოველთვის მზრუნველი. მაშინ მთავრობამ მაქსიმუმი გააკეთა, რაც იმ დროს გასაკეთებელი იყო. მინდა კიდევ ერთხელ პატივი მივაგო მათ ხსოვნას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

2015 წლის 13 ივნისის სტიქიიდან 6 წელი გავიდა. 13 ივნისის ღამეს, მდინარე ვერეს ადიდებას ემსხვერპლა 21, ხოლო უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2 ადამიანი, დაზარალდა 239 ოჯახი და 1 041 ფიზიკური პირი, განადგურდა ზოოპარკის ინფრასტრუქტურა, დაიღუპა 281 ცხოველი. ზოოპარკის დატბორვის შედეგად თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი და ერთი ბეჰემოტი აღმოჩნდა.

იტვირთბა....