კრწანისის ქუჩაზე გუშინ მომხდარი ავარიის თვითმხილველების ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილს მუხრუჭმა უმტყუნა, რის გამოც მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო. როგორც ისინი აღნიშნავენ, მძღოლი ხმამაღლა ყვიროდა, რომ იქვე მდგარი ადამიანები მანქანას მორიდებოდნენ:
“ყვიროდა გამეცალეთ, გამეცალეთო. მუხრუჭმა უმტყუნა, ვეღარ შეძლო მანქანის დამორჩილება. მძღოლმა გადმოხტომა მოასწრო, გადარჩა. ხმამაღლა ღრიალებდა, მუხრუჭი არ იჭერსო…” – აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ცნობითვე, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.