ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორია კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულების მდგომარეობა – ექიმის განცხადება

თბილისში, კრწანისის ქუჩაზე მოხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 4 პაციენტი კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსში მკურნალობს. როგორც ექიმ-რეანიმატოლოგმა ალექსანდრე მხარგრძელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოთხიდან სამი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის არის დაშავებულია რასრულწლოვანი, რომელსაც მრავლობითი ტრავმები აქვს.

„კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსში ამჟამად მკურნალობას განაგრძობს 4 პაციენტი. 3 პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არის მძიმე, ხოლო 1 პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. დაშავებულთაგან ერთ-ერთი არის არასრულწლოვანი, მისი მდგომარეობა ჯერჯერობით მძიმეა. მას აქვს პოლიტრავმის დიაგნოზი, რაც ნიშნავს მრავლობით ტრავმას.

კლინიკაში სულ 5 პაციენტი შეიყვანეს, მათგან ერთი გარდაიცვალა. ოთხი პაციენტი, რომელიც კლინიკაშია, ამჟამად პოლიტრავმის დიაგნოზით მკურნალობენ და შესაძლოა პაციენტებს საჭიროებისამებრ ჩაუტარდეთ ოპერაცია“, – განაცხადა ალექსანდრე მხარგრძელმა.

ავტოსაგზაო შემთხვევა კრწანისის ქუჩაზე გუშინ მოხდა. სატვირთო ავტომობილის მძღოლმა ნიუ ჰოსპიტალსთან მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი დაშავებული კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა, რვა პირი კი დაშავდა.

იტვირთბა....