მთავარი ციტატა

გეგეჭკორი: დეფიბრილატორი უნდა იყოს ყველგან, სადაც ბევრი ადამიანი იყრის ერთდროულად თავს

[su_quote]ახლა რაც საფეხბურთო მოედანზე ვნახეთ, შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ადგილას და ამ მდგომარეობიდან ადამიანის გამოყვანა პირდაპირ კავშირშია დახმარების დროსთან და დეფიბრილატორის ხელმისაწვდომობასთან. დეფიბრილატორი უნდა იყოს ყველგან, სადაც ბევრი ადამიანი იყრის ერთდროულად თავს. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ სამედიცინო პერსონალის ნებისმიერი წევრი ზედმიწევნით ზუსტად უნდა ფლობდეს პირველი დახმარების ტექნიკას. ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეიძლება ამ მარტივი წესების დაცვით. გადარჩენილ სიცოცხლეებს შორის იქნებოდა მამაც, რესპუბლიკური საავადმყოფოს იარის მორიგე ექიმს ოდნავი წამოდგენა რომ ჰქონოდა ამ პროცესზე…[/su_quote]
წერს ფეისბუქზე ამერიკაში მომუშავე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი. ევრო 2020-ის მატჩის მიმდინარეობისას დანიელი ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი უგონოდ დაეცა. მას ადგილზე აღმოუჩინეს მედიკოსებმა დახმარება და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის ერიქსენის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
იტვირთბა....