ევრო 2020-ის მატჩის მიმდინარეობისას დანიელი ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი უგონოდ დაეცა. დანია-ფინეთის მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს ერიქსენი მოულოდნელად სტადიონზე დავარდა.
ექიმები მას რამდენიმე წუთის განმავლობაში უტარებდნენ გულის მასაჟს. დანიელი ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია ერიქსენის ჯანმრთლობის მდგომარეობა.