ნიუ ჰოსპიტალის ეზოში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას პრაიმტაიმი ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 8 ადამიანი, მათ ამ წუთებში შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
უწყების ცნობითვე, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.