aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თითქმის გადაწყვეტილია – იქნება თუ არა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატი ოცნებიდან

aviabiletebi
ავიაბილეთები

“რაც შეეხება თბილისის მერობის კანიდიდატს, თითქმის გადაწყვეტილია”, – ასე უპასუხა ქართული ოცნების ერთერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ TV პირველის ჟურნალისტის კითხვას, იქნება თუ არა დედალაქალაქის მერობის კანდიდატი კახა კალაძე.

მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე კახა კალაძის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, იქნება თუ არა ის კანდიდატი.

“რაღაც ნიუანსებია დარჩენილი, მაგალითად, კანდიდატის სურვილი. ვიდრე ოფიციალურად არ წარადგენს, ეს მმართველი გუნდი იქნება თუ სხვა პოლიტიკური სუბიექტი, მანამდე ამაზე ვერ ვილაპარაკებთ”, – თქვა მდინარაძემ.

იყრის თუ არა კენჭს კახა კალაძე თბილისის მერობაზე, ამ ეტაპზე უცნობია. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, კალაძეს განცხადება არ გაუკეთებია.

იტვირთბა....