ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბუნებრივი აირი 3 დღით შეგიწყდებათ – უბნების ჩამონათვალი

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია გაზმომარაგების შეწყვეტის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც მეტრონომი უცვლელად გთავაზობთ.

“გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 15-17 ივნისს ვლადიკავკაზ-თბილისის D-700მმ მაგისტრალური გაზსადენის 195.5 და 207.0 კილომეტრებზე არსებულ მონაკვეთებზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.

აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 15 ივნისის 06:00 საათიდან 17 ივნისის 11:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ მუხიანის I, II, III, IVა და IVბ მიკრო რაიონის მოსახლეობას, ასევე მუხიანის კერძო დასახლებას.

ბუნებრივი გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება თემქაზე, ზღვის დასახლებას, კერძოდ, ავშავის ქუჩის მოსახლეობას.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

იტვირთბა....