ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხუციშვილი: ბავშვებს ივლისიდან ფულადი დახმარებები დაენიშნებათ

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის თქმით, ოჯახს რომლის სოციალური ქულა 120 ათასზე ნაკლები იქნება და ამ ოჯახში18 წელამდე ბავშვები იზრდებიან, 100 ლარიანი დახმარება დაენიშნებათ. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში განაცხადა.

“ინიციატივა რომელიც გაჟღერებული იყო პრემიერი მიერ უკვე პირველი ივლისიდან ოჯახები რომლების სარეიტინგო ქულა 120 ათასზე ნაკლებია და არიან 18 წლამდე ბავშვები, თითოეულ ბავშვზე დახმარება სახელმწიფოს მხრიდან მიიღებენ 100 ლარის ოდენობით დახმარებას. ასეთი ბავშვების რაოდენობა არის 215 ათასი ბავშვი. ამ ბავშვებს ყოველთვიურად სახელმწიფოსგან დაენიშნებათ 100 ლარიანი დახმარება”,- ამბობს ლაშა ხუციშვილი

იტვირთბა....