ოპოზიცია ევროსაბჭოს დელეგაციას შეხვდა. შეხვედრის თემა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი და რეპრესიები იყო.
ევროპის საბჭოს წარმომადგნელებს „ძლიერი საქართველოს“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ესაუბრნენ.
„განვიხილეთ ქვეყანაში შექმნილი ვითარება, ის უმძიმესი ანტიდემოკრატიული სიტუაცია, რომელიც დღეს არის საქართველოში, რაც, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას აშორებს სრულიად ცივილიზებულ სამყაროს და აახლოებს ისეთ სახელმწიფოებთან, როგორიც არის რუსეთი, ჩინეთი და ირანი. ჩვენ, ბუნებრივია, ძალიან მყარი აზრი გადავეცით ჩენს კოლეგებს, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები, პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივი გათავისუფლება და შესაბამისი რეფორმები არის ერთადერთი გზა წინ ამ უმძიმესი პოლიტიკური, მორალური და საზოგადოებრივი კრიზისიდან გამოსვლის კუთხით. რასაკვირველია, უპირველეს ყოვლისა, იყო საუბარი იმ ფართომასშტაბიან ტერორზე, რომელსაც ე.წ. სახელმწიფო დღეს საკუთარ მშვიდობიან მოქალაქეებს უწყობს“, – განაცხადა „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელია.