მას შემდეგ, რაც აქტივისტებმა წერილები პარლამენტში დეპუტატებს თავზე გადააყარეს, პრეზიდენტის სასახლესთან გადაინაცვლეს და ამჯერად სასახლის ჭიშკარში შეყარეს ფურცლები.
ნატა ფერაძის განცხადებით, პრეზიდენტს ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია და სურთ, მიაწვდინონ ხმა, რა ხდება პანსიონში.
აქტივისტებმა წერილები წარწერით — “რა ხდება ნინოწმინდაში” პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას დეპუტატებს თავზე გადააყარეს. მათი თქმით, დღეს პარლამენტში ეს საკითხი აქტიური განხილვის საგანი უნდა იყოს და უფრო მტი ყურადღება უნდა დაეთმოს.