სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ნინოწმინდის ახლანდელ და ყოფილ ბენეფიციარებზეც მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ზეწოლა, რათა მათ ჩვენება არ მისცენ.
“დღესაც რამდენიმე ახალგაზრდა დაგვიკავშირდა, რომელთა საქმესაც ახლა ვსწავლობთ და ვარკვევთ ვითარებას. ისინი აცხადებენ, რომ მათზე მიმდინარეობს ზეწოლა და აიძულებენ, რომ დაატოვებინონ კონკრეტული სასწავლებელი. ასევე, ვიღებ ინფორმაციას, რომ პანსიონში ყოფნის პერიოდშიც და შემდგომაც მათ მიმართ სეიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს. მიმდინარეობს როგორც ყოფილი ბენეფიციარების, ისე სრულწლოვანი პირების მიმართ. ეს ზეწოლა მომდინარეობს ნინოწმინდასთან დაკავშირებული პირების, მათ შორის, სასულიერო პირების მხრიდან”, – განაცხადა ნინო ლომჯარიმა.
ლომჯარიამ, ასევე, აღნიშნა, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეებზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს და მნიშვნელობა არ აქვს, ცალკეული პირები რას ამბობენ.