ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზარქუა პერფორმანსზე: იაფფასიანი მცდელობა იყო, რომ ყურადღება მიექციათ

ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ დღეს, პარლამენტში მოწყობილი პერფორმანსი ყურადღების მიქცევის იაფფასიან მცდელობად შეაფასა.

“არ ვიცი, რა გადმოიყარა, ეს, უბრალოდ, იაფფასიანი მცდელობა იყო, რომ ყურადღება მიექციათ. ნინოწმინდის თემა არის პრობლემური, ჩვენი კოლეგები იყვნენ ჩართული. მიდის პროცესი, რომ სიტუაცია განიმუხტოს”, – განაცხადა იარკლი ზარქუამ.

შეგახსენებთ, რომ პლენარულ სხდომაზე აქტივისტებმა დეპუტატებს წერილები გადააყარეს თავზე, რომელზეც ეწერა — “რა ხდბა ნინოწმინდის პანსიონში”.

 

იტვირთბა....