პროფესორი, ორგანიზაციის აკრედიტაცია საზღვრების გარეშე ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ COVAX-ის 500 მილიონიან პროგრამაში საქართველო ვერ მოხვდა. როგორც ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, უკრაინა და მოლდოვა არიან იმ 92 ქვეყნის სიაში, რომელიც აღნიშნული 500 მილიონი დოზიდან ვაქცინას მიიღებს, მაგრამ საქართველო არა.
“აშშ-ს მთავრობამ ფაიზერთან ერთად გააკეთა ერთობლივი განცხადება, რომ ამერიკა ვაქცინებით დაეხმარება კოვაქსის პლატფორმაზე არსებულ IMC ქვეყნებს, 92 სახელმწიფოს. მათთვის და ასევე აფრიკის კავშირის სახელმწიფოებისთვის იქნება გამოყოფილი 500 მლნ დოზა ფაიზერის ვაქცინა.
ვაქცინები გამოყოფილია IMC ქვეყნებისთვის. აგიხსნით, ეს რას ნიშნავს. როცა კოვაქსი ჩამოყალიბდა, იქ გაწევრიანდნენ ორი ტიპის ქვეყნები: 1.ღარიბი სახელმწიფოები, რომლებმაც განაცხადეს, რომ დამოუკიდებლად ვაქცინების შეძენა არ შეუძლიათ; 2.თვითდაფინანსებაზე მყოფი ქვეყნები.
მაქვს შეკითხვა – ვინ შეავსო საქართველოს მხრიდან გავიში აპლიკაციის ფორმა?! ეს არის არაპროფესიონალიზმის პიკი და ეს ხალხი დღესაც უნამუსოდ ზის კაბინეტებში, ვითომც არაფერი მოხდარა!
მივმართავ ხელისუფლებას – გადააყენეთ ის არაპროფესიონალები, რომლებიც არიან ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ კანტორებში. რევოლუცია გინდათ მაინცდამაინც?! ერთი, ორი, ათი, ათასი შეცდომების კასკადი, მათ მიერ დაშვებული და ვითომც არაფერი! როგორ შეიძლება, ეს ხალხი ისევ თანამდებობებზე რჩებოდეს?!
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დღეს გამოაქვეყნა რუკა – კოვიდის გავრცელების კუთხით მთელი რეგიონის მასშტაბით ყველაზე მეტად გაწითლებული ვართ. საფრთხის 4 კატეგორიაში ყველაზე მაღალი კატეგორია მოგვანიჭეს, კოვიდსაშიში ქვეყნების სიაში ვართ. ყველამ კარგად იცის, ქვეყანაში პანდემიის პროცესზე პასუხისმგებელი ხალხის სახელები. რატომ უნდა ვითმინოთ ამ ხალხის არაპროფესიონალიზმი, უპასუხისმგებლობა, კორუმპირებულობა და მავნებლობა?!
კომუნიზმი ღუპავს ქვეყანას, წადით რა კერძო სექტორში, რა გინდათ სახელმწიფო სტრუქტურებში?! თავად იციან, ვისზეც ვლაპარაკობ! გაანადგურეს ჯანდაცვის სისტემა ყველა მიმართულებით. ელემენტარულად, სამედიცინო პირბადის საკითხიც კი ვერ მოაგვარეს, ქვეყანაში ვაქცინა ვერ ჩამოიტანეს. მარტივად რომ გითხრათ, აპლიკაციაში ჩაწერეს, რომ ჩვენ ისეთი მაგრები ვართ, ვაქცინას ისედაც ვიყიდით, მაგრამ ბარემ კოვაქსიდანაც რაღაცას ავიღებთო. და რა არის რეალობა?! – დღეს ვაქცინები არ გვაქვს, მივჩერებივართ კოვაქსს და თანაც ჩამოვიტანეთ რაღაც გაურკვეველი ეტიოლოგიის ჩინური ვაქცინები.
მინდა, საქართველოში იყოს ევროკავშირში რეგისტრირებული ვაქცინა. ჩინურ ვაქცინებზე კი ძალიან ბევრ შეკითხვაზე პასუხი ჯერად არ არის გაცემული. ქვეყანაში კორონავირუსის მეოთხე ტალღა მოდის. რეალურად ქმედითს რას აკეთებთ, ვისაც პროცესის მართვა გევალებათ?!…არაფერს! აშშ-ის CDC კვალიფიკაციით, მეოთხე ზონაში ვართ, ყველაზე წითელში. არ ვიცი, არსებულ საფრთხეზე მეტი რა ენაზე გითხრათ.
პანდემიის პრობლემა თუ არ მოგვარდა, დანარჩენი ამაზეა მიბმული. ჩამოვა ტურისტი?! მერე 6 თვე დაკეტილი ვიქნებით. საერთო სტრატეგიული ხედვა, საითკენ მივდივართ, რას, როგორ და რისთვის ვაკეთებთ, ნულია ქვეყანაში. ასე შეიძლება?! ქვეყანაში ამდენი ერუდირებული, ჭკვიანი და პროფესიონალი ადამიანია, პროცესებს კი ვინ მართავენ?! გავიგეთ, რომ ფულის გაკეთება გინდათ, მაგრამ ჩვენ რა ვქათ?!
მე მინდა ქვეყანაში ჩამოვიდეს კარგი ვაქცინა და ხალხი იყოს უსაფრთხოდ. სად არის „ფაიზერი“?! ჩინური გაქვთ?! ეგ თქვენ გაიკეთეთ, ჩემს ახლობლებს ფაიზერი გაუკეთეთ. წაიკითხეთ ჯანმოს დოკუმენტაცია ჩინურ ვაქცინებზე – პრობლემურია. რა გამოდის?! რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ იმ ხალხზე, ვინც საქართველოში ვაქცინაციაზეა პასუხისგებელი, მერე რა! ილაპარაკეთ, მე მაინც ვარ – ასეთია მათი დამოკიდებულება”, – წერს ფხაკაძე.
ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსით 695 ადამიანი დიანფიცირდა. , გამოჯანმრთელდა 797, გარდაიცვალა – 16 პირი. ამის შესახებ ინფორმაცია ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.