საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, კვარიათში, ზღვაში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, გარდაცვლილი ოჯახის მიერ იდენტიფიცირებულია, მას 4 ივნისის შემდეგ ეძებდნენ.
“რამდენიმე დღიანი უწყვეტი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი, რომელიც ზღვიდან უკვე ამოსვენებულია და ოჯახის წევრის მხრიდან იდენტიფიცირებულია”, – ნათქვამია განცხადებაში.
მამაკაცის ცხედარი, რომელიც ზღვიდან უკვე ამოსვენებულია, ოჯახის წევრის მხრიდან იდენტიფიცირებულია.