ლეიბორისტული პარტიის წევრმა გიორგი გუგავამ ალეკო ელისაშვილს ფულზე დახამებული კინტო უწოდა. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.
“როგორ ადამიანს არ შევხვედრივარ, მაგრამ ასეთი უსინდისო, გარეწარი, მოღალატე არ შემხვედრია. წარბსაც არ შეიხრის, ისე იკადრებს, უკადრებელს. ეს ფულზე დახამებული კინტო”, – განაცხადა გიორგი გუგავამ.
იმავე ეთერში ალეკო ელისაშვილმა დაფინანსებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პარტია მოქალაქეები ფულს არ იღებს. მას შემდეგ, რაც გუგავა უნდა ჩართულიყო პირდაპირ ეთერში, ელისაშვილმა განაცხადა, რომ მისი მოსმენა არ სურდა და სტუდია დატოვა. ამის გამო კი გუგავამ მას კურდღელი უწოდა.