ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელია: გახარია დაჩაგრეს კობახიძეებმა, გადააყენებდნენ, მაგრამ ჩემი მდგომარეობა გამოიყენა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ გიორგი გახარიამ მისი მდგომარეობა გამოიყენა, რათა გადამდგარიყო, თორემ მის გაშვებას ისედაც აპირებდნენ.

“ბატონმა გახარიამ ჩემი მდგომარეობა გამოიყენა. კი არ უნდოდა წასვლა, უშვებდნენ. აპრილის თვეში ისე გაუშვებდნენ, არავის არ გაახსენდებოდა. დამამცირებლად გაათავისუფლებდნენ, როგორც გაუთავისუფლებიათ არაერთი წინა პრემიერმინისტრი, თორემ ერთ-ერთი ინიციატორი იყო, რომ ჩემი დაპატიმრება მომხდარიყო”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიამ აღნიშნა, რომ ვერ აჯობა “კობახიძეებს”, დაჩაგრეს და გაბრზებულმა, წამოიწია მელიას შესაძლებლობა და ვითომ ატკინა, თორემ რეალური პრემიერმინისტრი, თუ მართლა არ ეთანხმებოდა, ნიკა მელიას დაჭერას, შეეძლო, გომელაური გადაეყენებინა, ან რამე მოეფიქრებინა, მაგრამ ამას სჭირდება პოლიტიკური შნო, რომელიც არ გააჩნია.

იტვირთბა....