საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განაცხადას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ვაქცინაციისთვის მესამე დოზაც გახდება საჭირო.
აღნიშნულ საკითხზე გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
„ამას ვამბობ ერთი წელია და ყველამ, აბსოლუტურად ყველამ “კატოკით” გადამიარა… ეს მერამდენე აღიარებაა?! იქნებ თქვენ დათვალოთ…
ნელ-ნელა ყველაფერი, რასაც მე ვუზიარებდი ჩვენს საზოგადოებას, საბოლოოდ დასტურდება 3-6 თვეში, ზოგჯერ 12 თვე უნდა… როდემდე უნდა ვიყოთ ასე?! მოუსმინეთ პროფესიონალებს. მოუსმინეთ ექსპერტებს. მოუსმინეთ მეცნიერებას.
ვინ არის პროფესიონალი და ვინ არის ექსპერტი, ამას დრო აჩვენებს … და უკვე აჩვენა.
გადახედეთ 2020 წლის მარტიდან, ვინ რას აზიარებდა, ვინ რა პოზიციაზე იყო, ვინ და როგორ აფრთხილებდა საზოგადოებას. დანარჩენი თქვენ განსაზღვრეთ …“ – წერს გიორგი ფხაკაძე.
ცნობისათვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, მესამე დოზის მიღება, დიდი ალბათობით საჭირო გახდება.