ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი

გამყრელიძე: დიდი ალბათობით, საჭირო იქნება მესამე დოზის გაკეთებაც

[su_quote]ბევრი კვლევა ტარდება ბუსტერ დოზებთან მიმართებაში. დიდი ალბათობით, მესამე, ბუსტერ დოზა იქნება საჭირო. დღეს ორჯერადად აცრილ პირებზე მიმდინარეობს დაკვირვება, თუ რამდენი ხნის განმავლობაში უნარჩუნდებათ მათ ფუმერული ან უჯრედული იმუნიტეტი და ამ დაკვირვების პარალელურად, უმრავლესობა მაინც ფიქრობს, რომ ვაქცინათა უმრავლესობაზე მესამე დოზა საჭირო იქნება. ალბათ, ჩვენც დაგვჭირდება მესამე დოზა, რათ უფრო მყარი იმუნიტეტი შეიქმნას ქვეყანაში. დიდი ალბათობით, მესამე დოზა გაკეთდება მეორე დოზით ვაქცინაციიდან ექვსიდან რვა თვის შემდეგ. საერთაშორისო მწარმოებლების გეგმებიც მიუთითებს იმას, რომ მესამე დოზა საჭირო იქნება. წარმოების მოცულობა იმაზე მეტი იგეგმება, ვიდრე ორჯერადად აცრისთვის გლობალურად არის საჭირო. საერთაშორისო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ ასე მარტივად არ დასრულდება კოვიდი და ყოველწლიურად დაგვჭირდება აცრა, ვიდრე ბუნებრივად არ მოხდება ვირუსის ვირულენტობის შემცირება იმდენად, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდეს[/su_quote]

განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. წყარო: 1tv

იტვირთბა....