ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გირგვლიანის მოსამართლის მხარდამჭერ მოსამართლეთა წლიური ხელფასი 73 500 ლარია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის(IDFI) კვლევის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით 2015 წელს საბჭოს წევრებზე კვარტალში ერთხელ გაიცემოდა თანამდებობრივი სარგოს 5000 ლარის ოდენობის პრემია, ამასთან დამატებით იუსტიციის საბჭოს ყველა წევრს აგვისტოში მიღებული აქვთ 2500 ლარის, ხოლო ნოემბერში 1000 ლარის ოდენობის პრემია. შესაბამისად, 2015 წლის (იანვარი-ნოემბრის) შრომის ანაზღაურებამ შეადგინა 73 500 ლარი, საიდანაც თანამდებობრივი სარგო შეადგენს 55 000 ლარს, ხოლო პრემია 18 500 ლარს.

iusticiachart

IDFI-ის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, 2014 წელსაც აქტიურად გაიცემოდა აღნიშნულ პირებზე პრემიები. კერძოდ, 2014 წელს თითოეულ წევრს მიღებული აქვს დაახლოებით 90 000 ლარის ოდენობის შრომის ანაზღაურება, საიდანაც თანამდებობრივი სარგო შეადგენს 60 000 ლარს, ხოლო დანარჩენი პრემიას.

iusticiiachart3

ორგანიზაციია მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ 2014 წლის პირველი იანვრიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების (რომლებიც არჩეულია საქართველო პარლამენტის მიერ ან დანიშნულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ), ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოები გაორმაგდა, ზემოთ წარმოდგენილი მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ აღნიშნულმა ვერ დაარეგულირა საბჭოს არამოსამართლე წევრების პრემირების პრაქტიკა. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს, მათთვის იუსტიციის საბჭოში საქმიანობისათვის გათვალისწინებულია ყოველთვიური დანამატი 700 ლარის ოდენობით.

 

იტვირთბა....