ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლომინაძე: კომპანია ადასტურებს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი

ენკას დირექტორი მერაბ ლომინაძე ამბობს, რომ კომპანია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად არიან.

“ნამახვანის პროექტის დაწყების დღიდან, კომპანია ენკა მუდმივ კომუნიკაციაშია ყველა პარტნიორთან, მათ შორის საქართველოს მთავრობასთან და ყოველთვის გამოთქვამს მზაობას კონსტრუქციულ დიალოგზე, პროექტის სრულყოფის მიზნით. სწორედ ამიტომ, კომპანიის მფლობელები ყურადღებით აკვირდებიან ნამახვანჰესის პროექტის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს. ისინი იმყოფებდონენ საქართველოშიც და შეხვდნენ მთავრობის წარმომადგენლებს. კომპანია ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი, რომელიც როგორც კი რაიმე შედეგამდე მივა, საზოგადოებისთვის აუცილებლად გახდება საჯარო.

შეგეხსენებთ, რომ კომპანიას, არსებული ეტაპისთვის ყველა საჭირო ნებართვა გააჩნია, რომელიც გაცემულია შესაბამისი უწყებების მიერ, წარდგენილი კვლევების, საჯარო განხილვებისა და ყველა საჭირო დუკუმენტის საკმაოდ ხანგრძლივი და კომპლექსური შესწავლის საფუძველზე,”- აცხადებს მერაბ ლომინაძე.

იტვირთბა....