ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის პარლამენტში გამოსვლა ნიკა მელიას მიეძღვნა, მან კიდევ ერთხელ კრიმინალად მოიხსენია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე და მისი ვიზიტიც შეაფასა უკრაინაში.
“შეგახსენებთ, ეს არის ადამიანი, რომელსაც არა აქვს კაცობის არავითარი ნიშანწყალი და სწორედ ამას უკავშირდება, მათ შორის, ის დანაშაულები, რომელიც მისი მხრიდან არის ჩადენილი და ის პოლიტიკური რიტორიკა, რომელსაც ჩვენ დღეს ვისმენდით.
ეს არის ადამიანი, რომელიც ცოტა ხსნის წინ იყო ჩასული თავისი პარტიის რეალურ ლიდერთან და დასჯილი სკოლის მოსწავლესავით უსმენდა, თუ რა უნდა გაეკეთებინათ მომავალში. ეს არის, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელი.
ასეთი პოლიტიკოსების და პარტიების მომავალი ქართულ დემოკრატიული სისტემაში არ არის და ვერ იქნება. საზოგადოება ყველაფერს გასცემს სათანადო პასუხს.
არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ. ყველას გახსოვთ ნიკანორ მელიას ეს ცნობილი ფრაზა. ყველას ისიც ძალიან კარგად გახსოვთ, რომ არ გადაიხადა და დაიჭირეს. ვერ უშველეს ვერც შინაურმა და ვერც გარეულმა, ხატოვნად რომ ვთქვათ, ვერც გვარამიამ და ვერც გახარიამ, ვერც ერთმა და ვერც მეორემ”,- ამბობს კობახიძე.
ცნობისათვის, ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში 7 ივნისს მივიდა.