სამედიცინო ტურიზმში ჩართული ბიზნესის წარმომადგენლები, კერძოდ ხელოვნური განაყოფიერების კლინიკებისა და სააგენტოების ხელმძღვანელები, რომლებიც რომლებიც კოვიდ შეზღუდვების გამო წელიწადზე მეტია პარალიზებულნი არიან, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს შეხვდნენ.
რატი ბრეგაძემ დარგს, რომელიც ქვეყანაში სამედიცინო ტურიზმის ღერძს წარმოადგენს, მხარდაჭერა აღუთქვა. კერძოდ, მინისტრი დარგის წარმომადგენლებს შეზღუდვების მოხსნასა და რეგულაციების დახვეწას დაპირდა.
ჩვენთვის, შეხვედრაზე მომხდარი ერთი ფაქტიც გახდა ცნობილი. კერძოდ, როგორც “მეტრონომთან” შეხვედრის მონაწილემ განაცხადა, მას შემდეგ რაც ერთერთმა ინვესტორმა რატი ბრეგაძეს რუსულად მიმართა, მინისტრმა აღნიშნა რომ ესმის რაც უთხრეს, თუმცა სახელმწოფო უწყებაში ის პასუხს ქართულად გასცემდა, თარგმნის უზრუნველყოფით.
აღსანიაშნავია, რომ მინისტრის ჟესტმა, მისი პოზიტიური დამოკიდებულების ფონზე შეხვედრის მონაწილეთა აპლოდისმენტები გამოიწვია – რაც არცთუ ხშირად ხდება ბიზნესსა და მთავრობის წევრებს შორის. აღნიშნული ფაქტის შესახებ “მეტრონომს” იუსტიციის სამინისტროშიც დაუდასტურეს.