ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე: კოსტავაზე ავტობუსის ზოლში მაკდონალდსის დრაივზე გაჩერებული მძღოლები დაჯარიმდებიან

თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ავტომობილები, რომლებიც სპორტის სასახლესთან ავტობუსის ზოლში გაჩერდებიან და ავტობუსის ან სხვა ავტომობილების მოძრაობს შეაფერხებენ, დაჯარიმდებიან.

“სპორტის სასახლის მიმდებარე სატრანსპორტო მონაკვეთში, რადგან ფუნქციონირებს მაკდონალდსის დრაივი, პიკის საათებში დგება მომლოდინე ავტომობილების რიგი, რაც ავტობუსებსა და სხვა ავტომობილებს აფერხებს. ამ პრობლემის მოგვარების გზა ვიდეოსათვალთავლო კამერების დაყენებაა. თუ ავტობუსის ზოლში სხვა ავტომობილი გაჩერდება, თუნდაც დრაივზე რიგის დაკავების მიზნით, მათ ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრებათ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ, ასევე, აღნიშნა, რომ სატრანსპორტო კომპანიამ უნდა გამოყოს ინსპექტორი, რომელიც პერიოდულად მძღოლებს მიაწოდებს ინფორმაციას, მიუხედავად იმისა, რომ სპორტის სასახლესთან გამაფრთხილებელი ნიშანი უკვე არის.

 

 

 

იტვირთბა....