ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სამხარაძე გახარიაზე: ფსკერი, ჭორიკანა ქალივით რაებს ბოდავს

ოცნების დეპუტატმა, დიმიტრი სამხარაძემ გიორგი გახარიაზე განაცხადა, რომ ნიკა მელიას დაკავების საქმეზე ჭორებს საუბრობს და თავად თქვა სახელმწიფო ინტერესების გატარებაზე უარი.

“ფსკერი. ჭორიკანა ქალივით რეებს ბოდავს? ცრუპენტელამ თვითონ თქვა უარი სახელმწიფო ინტერესების გატარებასა და სამართლის აღდგენაზე და პარტია უგულვებელყოფდაო! დღეს რომ მელია და რურუა გარეთ არიან და პარლამენტი ამინისტიის პროექტზე მუშაობს, ამ შარლატანის ბრალია! ზუსტად მისი გადადგომით გააძლიერა ნაცები, მელია და წამოვიდა უცხოეთიდან რჩევები. ერთი რამ კარგია! აგრძელებს ისევ ცრუპენტელობას და როგორც ადრე ვერ გვატყუებდა გუნდში, ახლაც და მუდმივადაც ანალოგიურად გავშიფრავთ. P.S. პოლიციელების პროფესიონალიზმზე რატომ არაფერს ამბობ?? დაგავიწყდა??”, – მიმართა ფეისბუქსტატუსით სამხარაძემ გახარიას.

გიორგი გახარიამ TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ თებერვალში, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციასთან დაკავშირებით, მას და ოცნების გუნდის წევრებს სხვადსხვა პოზიცია ჰქონდათ და თავად სახელმწიფო ინტერესების დაცვა სურდა.

 

იტვირთბა....