ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

დატოვეთ თანამდებობები! – ალასანია იუსტიციის საბჭოს წევრებს მიმართავს

პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე, ირაკლი ალასანია ლევან მურისიძის მოსამართლეობის ვადის გახანგრძლივებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად სამართლიანობის აღდგენის იდეას ასამარებს.

„მე მიდნა გითხრათ, რომ ჩვენმა ფრაქციამ პარლამენტში მონაწილეობა მიიღო იუსტიციის საბჭოს იმ წევრების არჩევაში, რომელმაც დღეს სამწუხაროდ ხმა მისცეს მურუსიძის კანდიდატურას. პირველ რიგში, მე მინდა სრულად გავემიჯნოთ, ჩვენი პარტია და ჩვენი ფრაქციის წევრები, ამ არჩეული ადამიანების გადაწყვეტილებას და მოვუწოდო მათ, რომ დატოვონ საკუთარი თანამდებობები. მათ არ აქვთ მორალური უფლება გააგრძელონ ის მოღვაწეობა, რისთვისაც ჩვენ ისინი ავირჩიეთ. მათ უნდა გაეგრძელებინათ სწორი და სამართლიანი რეფორმები ჩვენ  სასამართო სისტემაში“- განაცხადა ალასანიამ.

მისი თქმით, მას თანამშრომლობა ექნება არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

„ჩვენ თანამშრომლობა გვექნება არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომ დავიწყოთ საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ამ უმსგავსობის წინააღმდეგ“ – განაცხადა ალასანიამ.

იტვირთბა....