ირანის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ირანის პორტებისკენ მიმავალი ჰუმანიტარული და პირველადი საჭიროების საქონლით დატვირთული გემები ჰორმუზის სრუტეში გავლას შეძლებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება ირანი ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ დაამტკიცა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გემებმა სრუტეში გავლისას დადგენილი პროტოკოლები უნდა დაიცვან.

