ირანი 48-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას არ დათანხმდა – ამის შესახებ Reuters-ი ირანულ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
ირანული მედია წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ირანმა დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადება ოთხშაბათს ერთ-ერთი შუამავლის მეშვეობით მიიღო.
წყარომ არ დააკონკრეტა, თუ რომელმა ქვეყანამ გადასცა თეირანს ვაშინგტონის წინადადება.

