ახალი ამბები ციტატა

ჩერგოლეიშვილი: გახარია აგინებენ, რათა თავისი ხმებიდან ნაკლები დაკარგონ და უმრავლესობა ისევ ბიძინას პირმშოებმა შეკრან

[su_quote] კობახიძე რომ გახარიას აგინებს, არის ლოგიკური და ბუნებრივი. თუ არ აგინა და ნაცად არ შერაცხა – ოპოზიციას ხმებს ვერ წაართმევს გახარია, ქოცებს წაართმევს. როცა ნაცები გვაგინებდნენ – 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დადგა, იმიტომ რომ 170 ათასი ხმა ავიღეთ. ქოცებს წავართვით. როცა ნაცებში აგვზილა პროპაგანდამ და პარტიის ზოგიერთი ლიდერის ჭკუასუსტობამ ხელი შეუწყო – ძირს გავიშხლართეთ და ბოლო მომენტში იდაყვების ქნევამ ფლუგერებს ვერ უშველა. ამიტომ უნდა ურტყას ოპოზიციამ გახარიას – რომ ელექტორატმა მართლა ოპოზიციად არ ჩათვალოს, ქოცების გინების ფონზე. მეტს არაფერს ნიშნავს კობახიძის მიერ გახარიას გინება, საარჩევნო არითმეტიკის გარდა. და ნუ გამოშტერდებით – განსაკუთრებით, მედია. (ნუ ფულს თუ არ იღებთ მის რეკლამაში, ცხადია, ან რომელიმე “ჭკვიანმა” სტრატეგოსმა, მორიგი ბლანდერი არ დაგეგმა). ნაცებს რომ გვიძახიან, მართლა ნაცები კი არ ვგონივართ – ყველას გვისმენენ და იციან, ვინ ვინ არის. ტერიტორიას იცავენ – თავის ხმებს იცავენ. გახარიასაც მაგიტომ აგინებენ, რომ თავისი ხმებიდან ნაკლები დაკარგონ და უმრავლესობა ისევ ბიძინას პირმშოებმა შეკრან [/su_quote]

ამის შესახებ ტაბულას დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ამით, პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, თებერვალში გიორგი გახარია და მიხეილ სააკაშვილი ერთობლივად შეთქმულებას აწყობდნენ.

იტვირთბა....