ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 832 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 348 594-ს შეადგენს.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 624 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 332 304-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 893 პირი ემსხვერპლა.