“ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, ზოგადად, შეიძლება ყველა ვაქცინას ჰქონდეს პრობლემები, მოხდეს რეინფიცირება, 100%-იანი ვაქცინა არ არსებობს”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.
როგორც ფახაკაძემ განმარტა, ქვეყნები უკვე იღებენ გადაწყვეტილებას მესამე დოზით მოსახლეობის აცრასთან დაკავშირებით.
“რაც შეეხება მესამე დოზის საკითხს, მლანძღეს, შეურაცხყოფაც მომაყენეს, ამბობდნენ, – „ზღაპრები“ არისო! ჩემს ფეისბუქ გვერდზე დავდე სხვადსხვა სტატიები, სადაც არა გიორგი ფხაკაძე, არამედ სხვები ლაპარაკობენ, ბატონი ფაუჩის ჩათვლით, მესამე დოზა იქნება საჭირო!
როგორ იქნება ეს მესამე დოზა და ვის დასჭირდება? მაგალითად, ბაჰრეინში მიიღეს გადაწყვეტილება, ყველა ის ადამიანი, ვინც არის აცრილი ჩინური ვაქცინით (მოსახლეობის 60% აცრილია ძირითადად ჩინური ვაქცინით), მეორე დოზა ვინც მიიღო (ჩინური ვაქცინა), ექვსი თვის შემდეგ მოსახლეობას სთავაზობენ „ფაიზერის“ ვაქცინას, განსაკუთრებით არის 50 წელს გადაცილებულ ადამიანებზე, ასევე მათთვის, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები, ვინც არიან ჭარბწონიანი და ა.შ.
უნდა იყოთ ყურადღებით, ეს ვირუსი არსად წასულა, ორი დოზაც რომ გაიკეთოთ, ორი კვირის შემდეგ, როცა ყველაზე ძლიერი იქნება თქვენი იმუნური სისტემა ვირუსის წინააღმდეგ, ეს მაინც არ ნიშნავს, რომ თქვენი დაცულები იქნებით…“ – თქვა გიორგი ფხაკაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 4 მაისს დაიწყო.