aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ხოშტარია ნინოწმინდაზე: სასწრაფოდ ჩაერიეთ და შეწყვიტეთ ეს ძალადობა! გააჩერეთ ეს სადიზმი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ეხლა ვნახე ვიდეოები, როგორ უწყობენ ჯოჯოხეთს ბავშვებს ნინოწმინდაში. დაკითვას, ზეწოლას და თან აჩვენებენ ამ ბავშვებს”, – ამის შესახებ მოძრაობა დროას თავმჯდომარე, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

იგი შესაბამის უწყებას, რეაგირებისკენ მოუწოდებს:

“სასწრაფოდ ჩაერიეთ და შეწყვიტეთ ეს ძალადობა! ეს არის დანაშაული! შეუძლებელია ამ ვიდეოებს უყურო და არ გაგისკდეს გული, ვინც გინდა იყო! გააჩერეთ ეს სადიზმი”, – წერს ხოშტარია.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატიდან ორი აღსაზრდელი ბენეფიციარი გაიყვანეს.

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო განცხადებით, დღეისათვის ყველა მსხვილ ბავშვთა სახლში მიმდინარეობს დეისტიტუციონალიზაციის პროცესი. მათივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბავშვთა ზრუნვის სამსახურს მიეცა შესაძლებლობა შესულიყო და თავისი საქმიანობა განეხორციელებინა, აღნიშნული დაწესებულების დატოვების სურვილი 6 არასრულწლოვანის მხრიდან გამოითქვა.

პანსიონში სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 4 კაციანი ჯგუფი ცოტა ხნის წინ ნინოწმინდის პანსიონში შევიდა.

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები. ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას პანსიონატში შევიდეს.

ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.

19 მაისს სახალხო დამცველმა კიდევ განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს. აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

იტვირთბა....