[su_quote] ჩვენ ღიად ვისმენთ განცხადებებს, რომ კანონს არ ემორჩილებიან. გარდა იმისა, რომ ძალიან საზარელი თემაა, რომ ბავშვები განსაცდელში არიან და ვერაფერს ვაკეთებთ, ამის მიღმა, დამოკიდებულების პრობლემაა, – სახელმწიფო არ არსებობს, დგას და ანაფორიანი ბოროტმოქმედი პირდაპირ იძახის, რომ კანონს დაარღვევს და სახელმწიფო მას ვერაფერს ეტყვის. ეს არის ძალიან მძიმე რაღაც, რაც დაიწყო იმ მომენტიდან, რაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, ძალაუფლება გადავიდა სახელმწიფო ინსტიტუტებიდან. გაჩნდა ეკლესია, რომელიც ძალადობას სჩადის და ვერავინ აკონტროლებს [/su_quote]
ამის შესახებ ტაბულას დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილმა TV პირველის ეთერში განაცხადა და ამით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ არსებულ პროცესებს გამოეხმაურა.