რუსეთი თურქეთთან სავაჭრო და სისხლისსამართლის საკითხებში ურთიერთობას წყვეტს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
“დაკმაყოფილდეს რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი წინადადება, რომ თურქეთის მხარეს გადაეცეს რუსეთის ფედერაციის უწყება, რუსეთსა და თურქეთს შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებში ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმებაში არმონაწილეობის თაობაზე, რომელიც დაიდო ქ. ანკარაში 1997 წლის 15 დეკემბერს”, – ნათქვამია რუსეთის მინისტრთა კაბინეტის შესაბამის დოკუმენტში.
შეგახსენებთ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა თურქეთის მიერ 24 ნოემბერს რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ დაიძაბა. რუსეთმა თურქეთს ეკონომიკური სანქციები უკვე დაუწესა.