სოციალური ზრუნვის სააგენტოს უფროსმა, მერი მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან წამოსვლის მიზეზად ბავშვები ქალაქთან ახლოს ცხოვრების სურვილს ასახელებენ.
“ბავშვები გამოვიყვანეთ პანსიონიდან. არ მინდა, რომ ამ ბავშვების იდენტიფიცირება მოხდეს. რა თქმა უნდა, ჩაერთვნენ ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები. ისინი ამ წუთებშიც აგრძელებენ მუშაობას და რა თქმა უნდა, დაიწყო ამ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება. ფაქტები არის მნიშვნლოვანი იმიტომ, რომ ბევრმა თქვა და პროტოკოლი ამ თემასთან დაკავშირებით გატარებულია. ბავშვებმა წამოსვლის ოფიციალურ მიზეზად დაასახელეს ქალაქთან ახლოს ყოფნის სურვილი. უფრო ადრე გადმოყვანილმა ბავშვმა თქვა, რომ მასზე აღმზრდელი ძალადობდა”, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.
ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან ამ დროისთვის 6 ბავშვი უკვე გამოყვანილია და მუშაობა მიმდინარეობს კიდევ 10 მათგანის გამოყვანაზე.