მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ის და ნიკა მელია შერიგდნენ.
“ვსაუბრობდით ჩვენს არასასიამოვნო გადაძახილ-გადმოძახილზე, რომელიც მანამდე იყო და მინდა ვთქვა, რომ ჩვენს შორის გაირკვა რაღაცები. შეიძლება ვთქვათ, რომ შევრიგდით. ჩვენ ერთმანეთში გავარკვიეთ პირადი ურთიერთობა”, – განცხადა ელისაშვილმა.
ნიკა მელია და ალეკო ელისაშვილი ამერიკელ სენატორებთან დღეს გამართულ ვახშმამდე შეხვდნენ, სადაც ელისაშვილმა მელიას მისალმებას არ უპასუხა.