აშშ-ს კონგრესის დელეგაციის წარმოამდგენელმა, ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი მზადაა, საქართველოს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა გამოუყოს.
“თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ამერიკა მზად არის საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები გამოუყოს. ჯერ არ ვიცით, რამდენი, მაგრამ მოხარული ვართ, რომ გითხრათ”, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.
აშშ-ს კონგრესის დელეგაცია სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობითა და სენატორ რობ პორტმანის მონაწილეობით საქართველოში 3 ივნისს ჩამოვიდა. სენატორებმა შეხვედრები გამართეს პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. იგეგმება შეხვედრა ოპოზიციასთანაც.
შაჰინი და პორტმანი აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები არიან.