პროკურატურასთან ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ძალადობის 4 სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებულ საქმეზე აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ტრანსფარანტებით აპროტესტებენ ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მიმდინარე ძალადობის ნფაქტებს. ისინი პროკურატურის მხრიდან სასწრაფო რეაგირებასა და პანსიონის სასწრაფო დახურვას ითხოვენ.
ადგილზე იმყოფება მოძრაობა დროას ლიდერი ელენე ხოშტარიაც, რომელმაც აღნიშნა, რომ პროცესი არ მიმდინარეობს და სასწრაფოდ უნდა გამოიძიონ ეს საქმეები.