“ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის საქმეს კომისია პროკურატურას გადასცემს.
ცნობისთვის, კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რომელიც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

